saqarTvelos mdinareebi - borimela

ტერიტორიული ერთეულები ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები
სათავე მესხეთის ქედი
სიგრძე 11 კმ

 

მდინარე საქართველოში, ზემო იმერეთის რეგიონში. სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. მიედინება ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (სოფ. კიცხი, ხიდარი, ვარძია, ვაჭევი და სხვ.). ერთვის მდინარე ძირულას. სიგრძე 11 კმ.